„დამალეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, ნუ გაგზავნით უეჭველ სიკვდილზე!“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიმართვა რუსებს

რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი რუსეთის ფედერაციის მცხოვრებლებს მიმართავს.  ხოლო დედებს სპარსულ შავებში:

„ჩვენ ვიცით, რომ ახლა ძალიან ახალგაზრდა ბიჭები სასწრაფოდ მიჰყავთ ჯარში მთელ რუსეთში, რომ ომში მიჰყავთ წვევამდელები, მინიმალური საბრძოლო უნარების გარეშე. რომ კონტრაქტზე მყოფ ჯარისკაცებს არ ეუბნებიან, რეალურად სად მიდიან.

დამალეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, თუ ისინი ძვირფასები არიან. ნუ გაგზავნით უეჭველ სიკვდილზე! უკრაინაში მათ ყველა ქალაქში, ყველა ფანჯრიდან მოკლავენ.

გამოდით ქუჩებში. მოითხოვეთ ომის შეწყვეტა. მოითხოვეთ უკრაინიდან რუსული არმიის გაყვანა. არ შეგეშინდეთ! სიმართლე თქვენს მხარეზეა. ახლა შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი, რომ მოგვიანებით არ ინანოთ!“