Tik-Tok-ის დამფუძნებელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1737233070
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. ერდოღანის განცხადებებიდან ყველაზე მნიშვნელოვან პუნტქებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს და ამ ომში ოფიციალური ანკარის როლს ეხება ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან დაპუტინთან მოლაპარაკებები პოზიტიურად გრძელდება.
"იმ დღეებში, როცა ყველა პროვოკაციას მისდევდა, ჩვენ მხარეებს შორის მშვიდობის დამყარების ყველა შესაძლებლობას ვნერგავდით. დღეს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის სამართლიანობას, გულწრფელობას და მეგობრობას ორივე მხარე ენდობა.
რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა ანტალიაში გაიმართა. იმედი მაქვს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის და სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ხვალ სტამბოლში იქნებიან.
დელეგაციებს შევხვდებით და მოკლე შეხვედრას გავმართავთ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სატელეფონო საუბარი პუტინთან და ზელენსკისთან პოზიტიური მიმართულებით გრძელდება." - განაცხადა ერდოღანმა.