VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ომის 33-ე დღეს განგაშის სიგნალი კიევში კვლავ ისმის. ქალაქმა უკვე ისწავლა ომის რეჟიმში ცხოვრება.
თანამებრძოლებმა დღეს კიევში, მაცხოვრის სახელობის ტაძარში დაასვენეს კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლი. დავით გობეჯიშვილი საარტილერიო იერიშის დროს კიევის ოლქში ქალაქ ირპენში დაიღუპა. ის მეოთხე მოხალისე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.
რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკრაინაში ყოველდღიურად მატულობს. ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით "ეკონომისტი" წერს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მერების ნაწილი დაღუპულია, ნაწილი კი გაუჩინარებული. ბრიტანული პრესის მტკიცებით რუსებს ზელენსკის ლიკვიდაციაც სურთ. დეილი მეილის სტატიის მიხედვით უკრაინელებმა 25 კაციანი დაჯგუფება ტყვედ უშგოროდში აიყვანეს. და ამ ჯგუფის მიზანი უკრაინის პრეზიდენტის ფიზიკური განადგურება იყო.
უკრაინული მედია წერს, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსული არმიის მხრიდან ბოლო 24 საათში 5 მასიური შეტევა განხორციელდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
რუსულ აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები უკვე ემსხვერპლა უკრაინის სახალხო დამცველის მონაცემებით ამ დრომდე დაიღუპა 143 ბავშვი. ქვეყანა კი 4 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა.