რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - შეიარაღებული ძალების გენშტაბი მიმდინარე მოვლენებზე

dabombva ukraina

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ქვეყანაში ამ დროისთვის არსებულ საომარ ვითარებაზე ოპერატიულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც "პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:  

▪️ოკუპანტები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ კორდონებში შეღწევას ცდილობენ; 

▪️ოკუპანტები მოქალაქეების რეკრუტირებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე.წ. „მოხალისეების“ ფორმირებისთვის აგრძელებენ, რათა ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი საოკუპაციო „წესრიგის“ უზრუნველსაყოფად ჩადგნენ. 

▪️მტერი ჯარების გადაჯგუფების შეკრებას დედაქალაქის ირგვლივ აგრძელებს, ასევე ცდილობს პოზიციები იქ დაიკავოს, საიდანაც შესაძლებელი იქნება კიევზე შეტევა. 

▪️უკრაინის თავდაცვის ძალები მარიუპოლის დაცვას აგრძელებენ, რითაც ოკუპანტებს დიდი დანაკარგები აქვთ. 

▪️ქალაქი ხერსონი დროებით ოკუპირებულია. უკრაინის ჯარი მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ოკუპაციას, მტერი იძულებულია სულ უფრო მეტად მოახდინოს რუსი სამხედროების და "როსგვარდიის" ძალების კონცენტრირება, რათა ქალაქი მის კონტროლს დაექვემდებაროს.

▪️დაახლოებით 150 ადამიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან გადაიყვანეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის მეზობელ რეგიონებში შემდგომი მოქმედებებისთვის. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ფარული მობილიზაცია უკრაინასთან ომში შემდგომი ჩართვისთვის გრძელდება.

▪️რაკეტების წარმოებაში ჩართული რუსული თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების სადღეღამისო ოპერაციამდე მიყვანა სარაკეტო იარაღის არსენალის მნიშვნელოვან შემცირებაზე მიუთითებს.