1741011204
"ჩვენი შეიარაღება რომ არ გქონოდათ, ომი დასრულდებოდა ორ კვირაში"... "დიახ, ეს პუტინისგან უკვე მომისმენია" - ზელენსკისა და ტრამპის დაძაბული საუბარი შეხვედრაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას პრეზიდენტებს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა. საუბარში ჩართული იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც.
დონალდ ტრამპმა ზელენსკი აშშ-ის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
"თქვენ ფსონად ჩამოდიხართ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, თქვენ ფსონად დებთ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს, თქვენ რასაც აკეთებთ, არის უპატივცემულობა ამ კონკრეტული ქვეყნის მიმართ," - მიმართა ტრამპმა ზელენკის.
პასუხად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პატივს სცემს როგორც პირადად დონალდ ტრამპს, ისე მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ჯეი დი ვენსმა ზელენსკის შეახსენა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ის ტრამპის მოწინააღმდეგეებს უჭერდა მხარს.