პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენი მორალური ვალდებულებაა უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„უკრაინელები იბრძვიან ისე თავდაუზოგავად, ისეთი მამაცები და გამბედავები არიან, მათ ზუსტად იციან , თუ როგორი მომავალი სურთ. ეს მომავალია თავისუფლება, ღია და დემოკრატიული სახელმწიფო. ამიტომ სურთ მათ რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შეუერთდნენ ჩვენს ორგანიზაციას.მე ასე ვიტყოდი, არამარტო ჩვენი სტრატეგიული ინტერესია , არამედ ჩვენი მორალური ვალდებულებაა , რომ უკრაინა შეუერთდეს ევროკავშირს და გავუხსნათ გზა ჩვენი კავშირისკენ. მინდა განვმარტო რატომ არის მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და რეფორმების მჭიდრო კავშირი. რა თქმა უნდა, ახალი სახელმწიფოს გაწევრიანების პროცესში ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება აუცილებელი პირობაა და მოკლე გზა არ არსებობს. რამდენად სწრაფად წავა პროცესი ეს დამოკიდებულია აპლიკანტ ქვეყანაზე და აპლიკანტი ქვეყნის მიმართ ჩვენი დახმარების მასშტაბზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტანდარტები ყველასთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით რამდენად რთულია და ყოველდღიურ მუშაობასთანაა ეს პროცესი დაკავშირებული დღესაც 27-ვე ქვეყნისთვის.უკრაინის მისწრაფება არის გამოძახილი იმის, რასაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ და როგორც ზელენკსიმ აღნიშნა, ეს არ არის ჩვენი ტვირთი, არამედ ჩვენი პასუხისმგებლობაა დავეხმაროთ უკრაინას ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ევროკავშირის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ:
👉 ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ - UNIAN
👉 VIDEO: რუსეთში, ბოლო ზარზე, პუტინს და უკრაინის ომს დაუპირისპირდნენ