ბუჩაში ბავშვებს საჭმელი დედის საფლავზე მიაქვთ - ამბავმა მთელი მსოფლიო მოიცვა

ბავშვები ბუჩადან

ბუჩას ოჯახის ისტორიამ მთელი მსოფლიო გააოცა. ოკუპაციას და გამუდმებულ დაბომბვას ვერ გაუძლო ქალმა, რომელმაც სამი შვილი გააჩინა. გარდაიცვალა და ახლა მის საფლავზე მისი ვაჟები მიდიან - ბიჭებმა დედას საჭმელი მიუტანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ცოტა ხნის წინ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელშიც 6 წლის ვლადი დედის საფლავთან დგას. იქვე გვერდით კი კონსერვები უწყვია. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ყოველდღე მიდის საფლავზე და მშობლისთვის  საჭმელი მიაქვს.

ოჯახი ბუჩაში ცხოვრობდა. გარდაცვლილ მარინას სამი შვილი დარჩა: 13 წლის სოფია, 10 წლის ვოვა და 6 წლის ვლადი. ბიჭები ისევ დედის საფლავთან ატარებენ დროს. ადგილზე შეხვდებით სხვადასხვა კონსერვს და ტკბილეულს.

ოჯახი ბუჩაში მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობდა. ქალი კიევში, საბავშვო ბაღში ძიძად მუშაობდა.

ახლა ბავშვები მეგობრებთან ერთად თამაშობენ და სათამაშოებს ნელ-ნელა აგროვებენ. დაახლოებით ერთი თვე მარინას ოჯახი სარდაფში ცხოვრობდა.

ერთხელ მარინა დასაძინებლად წავიდა და აღარ გაეღვიძა.

ფოტომ, რომელშიც ბიჭები დედის საფლავზე დგანან, მთელი მსოფლიო ააღელვა.  ისიც კი დაწერეს, რომ მარინა, შეიძლება შიმშილისა და მუდმივი სტრესის გამო დაღუპულიყო. ქალი გარეთ იშვიათად გადიოდა, სროლის ძალიან ეშინოდა.