ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
რუსეთ-უკრაინის ომში, კიდევ ორი ქართველი გარდაიცვალა. ერთ-ერთი დავით მენაბდიშვილია. დავითის ოჯახი, თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ასურეთში ცხვორეობს.
მომხდარის შესახებ ოჯახმა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ იცის.
„კურიერთან“ საუბრისას გარდაცვლილის შვილი, გიორგი მენაბდიშვილი აცხადებს, რომ მამამისი იბრძოდა როგორც 2008 წელს აგვისტოს ომის დროს, ისე 2014 წელს დონბასში.
„იყო წასულის სამშობლოს გამო, თითოეული ჩვენგანის გამო, ოჯახების გამო და იმას ამბობდა სანამ წავიდოდა, იქ ბავშვები იხოცებიან და მე აქ როგორ უნდა ვიყოო. 2008 წელშიც ომობდა, 2014 წელსაც იყო უკრაინაში,"- აცხადებს გიორგი მენაბდიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს უკრაინაში შეტაკებების დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებს ემსხვერპლა ორი ქართველი მებრძოლი - 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა. ჯერჯერობით, ფრონტის ხაზზე არსებული რთული მდგომარეობის გამო, მათი სამშობლოში გადმოსვენება ვერ ხერხდება.