მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
უკრაინაში, ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით გობეჯიშვილს საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოასვენებენ.
გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახის ინფორმაციით, მათთან უკვე ჰქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და მიმდინარეობს სამუშაოები გადმოსვენების პროცედურისთვის.
ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი უკრაინაში ხუთი დღის წინ წავიდა და ქალაქ ირპენში დაბომბვის დროს გარდაიცვალა.
გობეჯიშვილი აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილეა.