პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა, მათ შორის არის 90 ერთეული T-72 ტანკი. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ და ნიდერლანდები ერთობლივად გადაიხდიან ჩეხეთის რესპუბლიკაში შენახული T-72 ტანკების აღდგენის ხარჯებს.
„ეს ტანკები ჩამოვა ჩეხეთიდან. აშშ გადაიხდის 45 ერთეულის აღდგენისთვის. ნიდერლანდების მთავრობა კი, თავისი ვალდებულებების შესაბამისად, გადაიხდის დანარჩენი 45 ტანკს. ასე რომ, ჯამში, 90 ტანკი გაიგზავნება უკრაინაში. ეს იქნება ტექნიკურად განახლებული ტანკები" , - განაცხადა სინგმა.
მისი თქმით, ტანკების ნაწილი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა, დანარჩენი - მომდევნო წლის განმავლობაში.
დახმარების ახალ პაკეტში შედის 250 ერთეული M1117 ჯავშანტრანსპორტიორი, 40 ჯავშანტექნიკა, Hawk საზენიტო სარაკეტო სისტემები და 1100 Phoenix Ghost დრონი.
რაც შეეხება თვითმფრინავებს, პენტაგონს უკრაინაში მათი მიწოდების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.
როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მისცემს მოწინავე საჰაერო სისტემებს მიმდინარე თვის დასაწყისში, რაც უკავშირდება რუსეთის მხრიდან დამანგრეველ სარაკეტო თავდასხმებს.