აშშ-მა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს ახალი სანქციები დაადო

sanctions.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი, დამბლოკავი სანქციები რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს დაადო. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ეს იყო ერთგვარი საიდუმლო ფონდი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა იყენებდა.

ამ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. 

ამერიკელები ამბობენ, რომ ეს ფონდი უნდა დაიბლოკოს, რათა რუსეთს წვდომა მის საერთაშორისო რეზერვებთან არ ჰქონდეს და თავიდან სანქციები ვერ აიცილოს, გარდა ამისა, ამ დამატებითი ფინანსებით უკრაინაში ომის გაგრძელება არ მოხდეს. 

ცოტა ხნის წინ განცხადება პენტაგონში ბრიფინგზე გააკეთეს, სადაც სპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საშუალებები, ომი უკრაინასთან კიდევ გააგრძელოს, თუმცა, ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება უკრაინელების მხრიდან.