არავაქცინირებულ მამას შვილის ნახვის უფლება დროებით ჩამოერთვა - კანადა

კანადა

კანადაში არავაქცინირებულ მამას შვილის ნახვის უფლება დროებით ჩამოერთვა . 

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამა დღესასწაულებზე ბავშვთან გასატარებელი დროის გაზრდას ითხოვდა. დედამ კი, რომელიც მამის მოთხოვნის წინააღმდეგი იყო, სასამართლოს განუცხადა, რომ მამაკაცი ვაქცინას არ იკეთებდა.  ამიტომ, მისი ყოფნა ბავშვებთან რისკის შემცველი იყო. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამა ბავშვის ნახვას თებერვლამდე ვერ შეძლებს, თუკი ამ პერიოდში იგი არ აიცრება.

„ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი მამასთან კონტაქტი სასურველი არ იყო, რადგან კვებეკის პროვინციაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა“, - განმარტეს სასამართლოში.

ცნობისთვის, ეს არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც, იმუნიზაციის მოტივით, მშობელს შვილის ნახვის უფლებას ართმევს.