ნოროვირუსული ინფექცია - რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი
1790010211
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელს, საზღვარგარეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ატაშეს, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ საკითხთა ბიუროს (INL) ატაშეს მოვალეობის შემსრულებელს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ორმხრივ შეხვედრას ქალაქ თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი, თბილისის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გურგენ გილაური და თბილისის პროკურატურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელმა დევიდ ჰედლსტონმა, თბილისის პროკურატურის თანამშრომლებს: მერაბ ჯერენაშვილს, გურგენ გილაურს, ლაშა გამყრელიძეს, მარიამ გიგაურს, მარი მეშველიანს, მარტა ყიყინაშვილს, სალომე შიოშვილს და ლანა რუსიას ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. "ქეისებს" და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადების საქმეზე წარმატებული თანამშრომლობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის მადლობის წერილები გადასცა.
"კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის. როგორც ახსენეთ, ბევრჯერ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა და მეტად მადლობელი ვართ იმ ურთიერთობისთვის, რომელიც მთელ აშშ საელჩოს და აშშ-ის სამართალდამცავ საზოგადოებას აქვს საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან. ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენი პარტნიორობით და მჭიდროდ ვთანამშრომლობდით თითოეულ თქვენს გამომძიებელთან და პროკურორთან. მსურს, ჩემი პირადი მადლიერება გამოვხატო", - განაცხადა რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელმა დევიდ ჰედლსტონმა.
შეხვედრაზე სტუმრებმა ეს კონკრეტული საქმე შეაფასეს როგორც აშშ-ს და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითი და ხაზი გაუსვეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების გამორჩეულ პროფესიონალიზმსა და გამოვლენილ უნარებს.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.