ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
საზოგადოებაში ვაქცინაციის შესახებ მრავალი მცდარი მოსაზრებაა გავრცელებული. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ხშირად საუბრობენ არის ის, რომ აცრის შემდეგ იმუნიტეტი უფრო სუსტია.
ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს და ამბობს, რომ ეს აზრი მცდარია.
მისი თქმით, ინფიცირება ხდება სწორედ იმ დროს, როდესაც ადამიანებს ვაქცინაციის შემდეგ სითამამის განცდა უჩნდებათ.
„იმუნიტეტის დასუსტებას ვაქცინაცია არ იწვევს, ეს არის მითი და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ადამიანმა თავიდან არ უნდა ამოიღო ეს ინფორმაცია, რომ აცრიდან 10-14 დღე დაცული არ ხარ.
ინფიცირება ხდება სწორედ იმ დროს, როდესაც ადამიანებს ვაქცინაციის შემდეგ სითამამის განცდა უჩნდებათ, თორემ იმუნიტეტის დაქვეითება არავითარ შემთხვევაში არ ხდება. ერთი ვირუსული აგენტის მიმართ გაკეთებული ვაქცინა არ შეიძლება იმუნიტეტს ასუსტებდეს, ასეთი რამ არ ხდება“, - აცხადებს კულუმბეგოვი.