რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას არ შეუძლია 100%-იანი სიზუსტით იმის თქმა, თუ ვისი რაკეტა დაეცა პოლონეთის ტერიტორიაზე 15 ნოემბერს. ამის შესახებ მან Bloomberg-ის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
„არ ვიცი, რა მოხდა ამჯერად, 100%-იანი სიზუსტით არ ვიცით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ არც მსოფლიომ იცის 100%-იანი სიზუსტით. დარწმუნებული ვარ, რომ იყო რუსული რაკეტა და რომ ჩვენ გამოვიყენეთ საჰაერო თავდაცვის სისტემეის რაკეტები... უნდა ვიყოთ სამართლიანები, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერ ვიტყვით, როგორი რა ტიპის იყო რაკეტა, რომლის ნამსხვრევები დაეცა პოლონეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.