GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1732558382
Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები წინასწარი შეფასებით ვარაუდობენ, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინულმა ძალებმა გაისროლეს ის რუსულ რაკეტას იგერიებდა.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა AP-სთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული. ქვეყნის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა რაკეტის შეფასების დროს უფრო ფრთხილი იყო და თქვა, რომ რაკეტა, სავარაუდოდ, რუსული წარმოებისაა, თუმცა მისი წარმომავლობა ჯერ კიდევ მოწმდება.
16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პრჟევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.
პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.
შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.