დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პოლონეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა და დაღუპულია 2 ადამიანი.
როგორც ნაუსედა „ტვიტერზე“ წერს, ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი უნდა იყოს დაცული.
„ლიეტუვა მტკიცე სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს. ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, - წერს ნაუსედა.
ცნობისთვის, პოლონეთში, დიდი ალბათობით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო, თუმცა ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
მედიისვე ცნობით, რუსული რაკეტა პოლონეთის ქალაქ პრეჟვოდოვში ჩამოვარდა, რომელიც რუსეთ-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.