პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთ-უკრაინის ომში მოკლეს პოლკოვნიკი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა. ინფრომაციას " უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
საუბარია პოლკოვნიკ სერგეი სუხარევზე, სწორედ მისი მეთაურობით მონაწილეობდა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
ფაქტს სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძის მეუღლე გამოეხმაურა.
"მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით," - წერს მაკა ჩიკვილაძე.
საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალში წამებით მოკლეს, მას შემდეგ რაც ქართველმა სამხედრომ ოკუპანტებს საქართველოს და ქართული დროშის შეურაცხყოფაზე ური განაცხადა.