ამ წუთებში ხარკოვის ოლქში აფეთქებების ხმა ისმის - რამდენიმე სოფელში ხანძარია

ხანძარი

ხარკოვის ოლქში აფეთქებების ხმა ისმის -  სოფელი ცირკუნი საჰაერო ჭურვებით დაიბომბა. ამ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა YNIAN Telegram არხზე ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, სოფელში რამდენიმე ადგილას ხანძარია. ამის შესახებ სტრატეგიული კვლევების ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება. დაბომბვა სოფელ ლიპცის მხრიდან განხორციელდა.

დაბომბვის მიზანი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა იყო, სადაც ახლა, 20 მწოლიარე, ბევრი ბავშვი და მხოლოდ რამდენიმე ზრდასრულია.