ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს

უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს, მათ შორისაა: ზემო როგანკა, რუსული ლოზოვაია, სლობოდსკოე და პრილესნოე. 

ღნიშნულია, რომ სლობოჟანსკის მიმართულებით მტრის ჯარების ჯგუფი აგრძელებს ქალაქ ხარკოვზე საჰაერო დაბომბვასა და საარტილერიო დაბომბვას.

„მტერი აგრძელებს ძალების და საშუალებების კონცენტრირებას, როგორც ხარკოვის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს.

რუსეთის საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ უკანონო მოქმედებებს ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არსებული ინფორმაციით, მტერს იძულებით მიჰყავს მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. დამპყრობლები ხარკოვის, კიევისა და ზაპოროჟიეს აღების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.