მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებებზე უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა.
როგორც თავად ზალუჟნი „ტელეგრამ“ არხზე წერს, ამის შესახებ მან აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, ენერალ მარკ მლისთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მან ტრადიციულად ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ოპერატიულ ვითარებაზე. კერძოდ, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევის ლუგანსკის მიმართულებით გადაადგილებაზე. მისი ცნობით, ინტენსიური შეტაკებები გრძელდება პოპასნაიას, კრემენაიასა და ტორსკის რაიონში. ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევით მოქმედებებზე გადავიდნენ ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებებზე.
ზალუჟნის ცნობით, რუსმა აგრესორებმა ფრთოსანი რაკეტების გამოყენება განაახლეს, რის მთავარ მიზანსაც უკრაინისთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების მიწოდების ლოჯისტიკური გზების განადგურება წარმოადგენს.