„ექიმმა მითხრა, აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა...“ - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
1740394243
"ჩვენი ტკბილი მოხუცები აღარ გვყავს, მამა და ლამარა, ერთ დღეს წაგვართვა კოვიდმა" - ამ სამწუხარო ინფორმაციას კომპოზიტორი, ვოკალური ანსამბლის "ლურჯა ცხენების" დამფუძნებელი ნანა ბალახაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გარდაცვლილები ნანა ბალახაშვილის მამა, სოსო ბალახაშვილი და მისი მეუღლე არიან.
"ჩემი პაპა, სოსო - სიკეთით და სითბოთი სავსე კაცი და მისი საყვარელი მეუღლე ლამარა ერთ ღამეში წაგვართვა კოვიდმა. ღმერთმა გაანათლოს თქვენი კეთილი სულები" - წერს მომღერლის შვილიშვილი.