იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა კიდევ ერთი კვირის და შესაძლოა მეტის განმავლობაში გაგრძელდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ზელენსკის ოფისის მრჩევლის თქმით, რუსეთი დატოვებს კონტინენტის ნაწილს კიევის მახლობლად, რათა შეაჩეროს უკრაინის ჯარების მოქმედებები და არ მოხდეს მათი გადაყვანა რთულ მიმართულებებზე.
არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალებს ათავსებს უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ზონაში, რათა იქ უპირატესობა მოიპოვოს და უკრაინული ძალები ალყაში მოაქციოს.