„33 წლის ქალს რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ, მისი 4 წლის შვილი კი სხვა ოთახში იმალებოდა“ - გერაშჩენკო უკრაინელ ქალზე

ანტონ გერაშჩენკო

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო „ტელეგრამზე“ წერს უკრაინელი ქალის შემზარავი ტრაგედიის შესახებ. 33 წლის ქალი იხსენებს, რომ ოკუპანტებმა ჯერ მისი ქმარი მოკლეს, შემდეგ კი, იარაღის მუქარით აიძულეს, ტანსაცმელი გაეხადა.

ქალის თქმით, რუსი სამხედროები რიგრიგობით, რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ.

მსხვერპლი იხსენებს, რომ მისი 4 წლის შვილი მთელი ამ დროის განმავლობაში სხვა ოთახში იმალებოდა. როდესაც მოძალადეებმა დაიძინეს, დედა შვილთან ერთად სახლიდან ფეხით გაიქცა. მამის გარდაცვალების შესახებ ბავშვმა ამ დრომდე არაფერი იცის.

როგორც გერაშჩენკო წერს, დედა-შვილი ახლა უსაფრთხოდ იმყოფება, თუმცა ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.