პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში სამშვიდობო შეთანხმების გარკვეული პირობები გამოიკვეთა - კერძოდ, რუსეთი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით შეამცირებს, თუმცა ომი, სავარაუდოდ, უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილში გაგრძელდება.
უკრაინა თანახმაა, რომ ნეიტრალური, არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსს დასჯერდეს. რაც შეეხება ყირიმის თემას, მხარეები მოლაპარაკებას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსის განსაზღვრისთვის უახლოესი 15 წლის განმავლობაში გამართავენ.
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი "პრაიმტაიმთან" აცხადებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. მისი თქმით, ახალა რუსეთი უკრაინასთან გარკვეულ მანევრს ახორციელებს.
„რუსეთს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენი ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ მისი ნდობა არ შეიძლება. მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ განხორციელებული გარკვეული მანევრი. მათ ახლა სჭირდებათ, რომ ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდეთ და გარკვეული გადაჯგუფება მოახდინონ, რასაც კეთილი ნებით ფუთავენ. იმედი იმისა, რომ ისინი ცეცხლს არ შეწყვეტენ და კეთილ ნებას გამოხატავენ, არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, ორმხრივი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოლაპარაკების დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დელეგაციების წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.