56-დღიანი პაუზის შემდეგ კიევში ყველა ტრამვაი და ტროლეიბუსი ამუშავდა

ტრამვაი

56-დღიანი პაუზის შემდეგ კიევში ყველა ტრამვაი და ტროლეიბუსი ამუშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, 23 დეკემბერს დედაქალაქის სახმელეთო ელექტროტრანსპორტმა (ტრამვაი და ტროლეიბუსები) მუშაობა შეაჩერა. ელექტრომარშრუტების ხაზზე ამ დრომდე ავტობუსები მოძრაობდნენ.

ტრამვაისა და ტროლეიბუსის მარშრუტების ნაწილმა მუშაობა გუშინ, 16 თებერვალს განაახლა. დღეიდან კი ყველა  ტრანსპორტი ამუშავდა სრულად.