1677583055
ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია აცხადებს, რომ უკრაინასა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია და კონსულტაციები 25 ივნისს გაიმართება
ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია უკრაინასა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 25 ივნისს ლუქსემბურგში იხსნება გზა მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ევროკავშირის საბჭომ მიიღო ევროკავშირის ზოგადი პოზიციები, მათ შორის, მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით – უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. ამით 25 ივნისს, სამშაბათს იხსნება გზა ლუქსემბურგში მოლაპარაკებების დასაწყებად. 15:30 საათზე სამთავრობოთაშორისი კონსულტაციები უკრაინასთან, 18:00-ზე სამთავრობოთაშორისი კონსულტაციები მოლდოვასთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
🇺🇦🇲🇩 The @EU_Council adopted the general EU positions, incl. negotiating frameworks, for accession negotiations with Ukraine and Moldova.
— Belgian Presidency of the Council of the EU 2024 (@EU2024BE) June 21, 2024
This opens the way for launching the negotiations on Tuesday 25 June in Luxembourg:
· 15:30 - IGC with Ukraine
· 18:00 - IGC with Moldova pic.twitter.com/A2c8bPpIgS