პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
1791200865
თბილისში, პროფესორ გიორგი გახელაძის ძებნა გრძელდება. როგორც მისი მეუღლე, ირმა მალაციძე ამბობს, მათ რამდენიმე თვითმხილველი გამოეხმაურა, თუმცა, ჯერჯერობით, დადასტურებულად არაფერი იციან.
მისივე თქმით, გახელაძეს ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა.
როგორც შსს-ში გვითხრეს, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
"გიორგი გახელაძის საძიებო სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები შესაბამისი ტექნიკითა და დრონებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 143- ე მუხლით".