ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე ინიციატივის აღების ხელახალი მცდელობა უნდა აღიკვეთოს და ამ გაზაფხულზე უნდა იგრძნობოდეს, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის.
„რუსეთის მხრიდან ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა უნდა აღიკვეთოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებთ. უნდა უზრუნველვყოთ, ამ გაზაფხულზე ნამდვილად იგრძნობოდეს, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის. ეს ეხება როგორც ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადებას, ისე, ჩვენი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას და ჩვენს სტრატეგიულ ინიციატივას ომში“, - აცხადებს ზელენსკი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.