ხვალ შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის  ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძის, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გორკის, ბოჭორიძის, აჯამეთის, კანკავას, ჩიქობავას, როსტომაშვილის, ჯავახიშვილის, ბენაშვილის, იაროსლავის, ვეძათხევის, არაგვისპირელის, ემილ ვერჰარნის, ოსიაურის, ბოჭორმის, გრანელის, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების, ახალციხის, ლენტეხის, მამარდაშვილის, ჩერქეზიშვილის და გოცირიძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის  გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, გეგეჭკორის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, გლდანი-დიღომის შემაერთებელი მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვაშლიჯვრის დასახლების, ამაშუკელის, ნუცუბიძის, აბულაძის, ინტენსიფიკაციის, პეტრიწის, ბალანჩინის, იყალთოს და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ჭონქაძის, ბესიკის, დიმიტრი ყიფიანის, მესხის და კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს, კოტე აფხაზის, ტყავის, შარდენის, სიონის, ჰოვანეს თუმანიანის, ქუმსიაშვილის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.