ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულმა 112-ზე დარეკა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო.

ამასთან, დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებულს ჯანმრთელობის ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ჩადენილ ქმედებებს ვერ აცნობიერებს. მან დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.