27 წლის ქალმა ქმრის ღალატის გამო შვილები დაახრჩო (რუსეთი)

პოლიცია

რუსეთში, ქალაქ ვილიუჩინკში 27 წლის ქალმა შვილები დაახრჩო და თვითმკვლელობაც სცადა. ქმრის ღალატის გამო ქალმა საკუთარ სიცოცხლეზე ხელი აიღო.

როგორც დედა ამბობს, მას არ სურდა, რომ ბავშვებსაც იგივე სირთულეები გადაეტანათ ცხოვრებაში,  რაც მან განიცადა და გადაწყვიტა, შვილებიც მოეკლა. მან 5 წლის ბიჭუნა წელზე მიიმაგრა, თვე-ნახევრის გოგონა ხელში აიყვანა და მდინარეში შევიდა. შუაგულს რომ მიაღწია, ბავშვებს წყალქვეშ ჩააყოფინა თავი. შემთხვევას პოლიციელები შეესწრნენ და ქალი გამოიყვანეს, თუმცა, გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო, ბიჭი კი საავადმყოფოში, მოგვიანებით გარდაიცვალა. დედა არ დაზარალებულა.

ფსიქიატრიული შემოწმების შედეგების თანახმად, 27 წლის ქალი ჯანმრთელადაა აღიარებული, რადგან მას შეეძლო ქმედებების გაკონტროლება.

საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო.