ლიეტუვის სეიმმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება აკრძალული აღარ იქნება

ლიეტუვა

ლიეტუვის სეიმმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვის გაუქმებას. 106-მა დეპუტატმა, 18-ის წინააღმდეგ, კონსტიტუციაში ცვლილებას უყარა კენჭი, რომლის თანახმადაც ამიერიდან აკრძალული აღარ იქნება ლიეტუვის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება.

მეორე, საბოლოო კენჭისყრა მომავალი წლის 12 იანვარს გაიმართება. კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად აუცილებელია 141-მანდატიანი სეიმიდან 94 დეპუტატის მხარდაჭერა.

„გაუქმება ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი ვიქნებით ყველაზე მტკიცე მხარდაჭერით, რაც კი შესაძლებელია. იურიდიული დაბრკოლებების გაუქმებით, რომელიც ლიეტუვაში მოქმედებდა, განსხვავებით ევროკავშირისა და ნატო-ს სხვა ქვეყნებისა, ჩვენ ახლა თანასწორი გავხდებით”, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

მანამდე, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა დაადასტურა, რომ ვილნიუსი მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაშინგტონთან, ამერიკული ბირთვული იარაღის განსათავსებლად.

კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ლიეტუვის ტერიტორია რუსული ბირთვული იარაღის “მიზანში იქნება ამოღებული”, თუკი ქვეყანა მოკავშირეებს ნებას დართავს, განათავსონ ბირთვული იარაღი.

✕