ზოგიერთ ლიდერს შეიძლება, ჰქონდეს იმუნიტეტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რომის სტატუტის მიხედვით - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ზოგიერთ ლიდერს შეიძლება, ჰქონდეს იმუნიტეტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რომის სტატუტის მიხედვით, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

კითხვაზე, დააპატიმრებს თუ არა საფრანგეთი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თუ ის საფრანგეთის ტერიტორიაზე შევა, ჟან-ნოელ ბარომ კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„საფრანგეთი საერთაშორისო მართლმსაჯულების ერთგულია და დაიცავს საერთაშორისო სამართალს საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებების საფუძველზე. ამასთანავე, სასამართლოს დებულება განიხილავს გარკვეული ლიდერების იმუნიტეტის საკითხებს. საბოლოოდ, სასამართლო ხელისუფლების გადასაწყვეტია“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დაკავების ორდერები სავალდებულოა ევროკავშირის ტერიტორიაზე და უნდა განხორციელდეს..

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუმ გაბრაზებულმა წამოაყენა ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში და მოუწოდა პარიზს, არ აღასრულოს გადაწყვეტილება.

რომის სტატუტის 27-ე მუხლი ამბობს, რომ იმუნიტეტი „არ აბრკოლებს სასამართლოს იურისდიქციის განხორციელებას ასეთ პირზე“, მაგრამ 98-ე მუხლი ამბობს, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია, „არათანმიმდევრულად იმოქმედოს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებთან, პირის დიპლომატიური იმუნიტეტის მიმართ“.