„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა...“ - საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
1791920869
ლონდონში, უკრაინის საჭიროებისთვის თანხების მოსაზიდად აუქციონზე, პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილი ქურთუკი გაიყიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ლოტი 90 ათასი გირვანქა სტერლინგად გავიდა. საწყისი ფასი 50 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.
ვაჭრობის დაწყებამდე ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ისაუბრა. მან აუქციონის მონაწილეებს მოუწოდა, არ ყოფილიყვნენ ხარბები.
აუქციონზე ისაუბრა ვლადიმერ ზელენსკიმაც. მან შეაქო დიდი ბრიტანეთი და „მამაცი ბორისი“, რომელიც მანამდე უკრაინაშიც იმყოფებოდა.