ზელენსკის გუნდი სამშვიდობო გეგმის წარდგენას 2023 წლის თებერვალში გეგმავს

ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წლის თებერვალში წარადგენს სამშვიდობო გეგმას. როგორც „უოლ სთრით ჯორნალთან“ საუბრისას დიპლომატები აცხადებენ, ზელენსკის გუნდი ახლა კონკრეტულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს. 

შეერთებული შტატების, უკრაინისა და ნატოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პოზიცია ნებისმიერ მოლაპარაკებებში, სადაც ის მოსკოვისგან მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვს, დამოკიდებული იქნება მის პოზიციაზე ბრძოლის ველზე.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, აშშ-ში განიხილება ომის დასრულების სამი ვარიანტი. ესენია: რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიების სრულად დატოვება ყირიმის ჩათვლით, რუსი სამხედროების 2014 წლამდე პოზიციებზე დაბრუნება ან მათ მიერ დონბასის დატოვება და არა ყირიმის. თუმცა როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ბოლო ორ ვარიანტზე უკრაინა თანახმა არ არის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის დეტალები „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად განიხილა. მისი თქმით, ეს „კარგი დასაწყისია“.