ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის ცნობით, მაკრონს მიაჩნია, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მხრიდან კონფრონტაციად აღიქმება, ამიტომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

„გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ნატო-ში, და ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია, მას მაინც უნდა მიეცეს უსაფრთხოების გარანტიები, როლებიც უნდა იყოს კიდევ უფრო სანდო და ძლიერი, რადგანაც უკრაინას რუსეთი დაესხა თავს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამავე ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება ნატო-ზე და სტრატეგიულ ავტონომიას გადახედოს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ამავე ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინასთან ერთად, რუსეთმაც უნდა მიიღოს.