„და აი ისიც, მამაჩემი ჩემს პოდკასტში...“ – გურგენ ხორავას გულახდილი ინტერვიუ
1767295763
რუსეთს ომი შეგნებულად გადააქვს ახალ წელში და ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 200-ზე მეტი შემტევი დრონი გაუშვა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა ვოლინის, რივნეს, ზაპოროჟიეს, ოდესის, სუმის, ხარკოვისა და ჩერნიჰივის ოლქებზე.
„სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„თუ დარტყმები არ წყდება საახალწლო დღესასწაულების დროსაც კი, მაშინ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდება აღარ უნდა დაყოვნდეს. ჩვენს მოკავშირეებს აქვთ საჭირო აღჭურვილობა. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი, რაზეც დეკემბრის ბოლოს შევთანხმდით აშშ-თან ჩვენი დაცვისთვის, დროულად იქნება მოწოდებული“, - დასძინა მან.