ზელენსკი მოუწოდებს დონალდ ტრამპს, რომ გააცნოს კიევს ომის დასრულების მისეული გეგმა

ვოლოდიმირ ზელენსკი

ტრამპმა დღეს უნდა გვითხრას, თუ თუ როგორ აპირებს ომის დასრულებას პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „ბლუმბერთგან“ინტერვიუში.

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს არაერთხელ უთქვამს, რომ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა. თუმცა ტრამპს არასოდეს დაუსახელებია ამ გეგმის დეტალები.

"თუ ტრამპმა იცის, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, „სამართლიანი იქნებოდა, რომ ეს მან დღეს გვითხრას. რადგან თუ უკრაინის დამოუკიდებლობას ემუქრება საფრთხე, თუ არსებობს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, გვექნება, თუ არა ნოემბერში აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა, თუ სულ მარტო ვიქნებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.