„ყველაფრის მთქმელი კაბა" - რა ეცვა მელანია ტრამპს საინაუგურაციო წვეულებაზე

მელანია ტრამპი

უცხოურმა მედიამ გაავრცელა მელანია ტრამპის უახლესი ფოტოები, რომელიც საინაუგურაციო წვეულებაზეა გადაღებული.

ფოტოებში ჩანს, რომ აშშ-ის პირველ ლედის თეთრი ფერის კაბა აცვია, რომელიც შავი დეტალებითაა გაფორმებული. როგორც უცხოური მედია წერს, სამოსის შექმნაზე მელანიას პირადმა მრჩეველმა და "კაროლინა ჰერერას" ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა, დიზაინერმა ჰერვ პიერმა იზრუნა.

მელანია ტრამპს ყელზე ე.წ. შავი ჩოკერი ეკეთა, რომელიც ბრილიანტის ბროშით იყო გაფორმებული. აშშ-ს პირველი ლედის ეს აქსესუარი დიზაინერმა, ჰარი უინსტონმა 1955 წელს შექმნა.

მელანიას ჩაცმულობა მოდის სფეროს ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს და მის სამოსს "ყველაფრის მთქმელი კაბა" უწოდეს.