ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს ევროვიზიას მარიუპოლშიც ვუმასპინძლოთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს. 

მან მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროვიზია ერთ დღეს თავისუფალ და აღდგენილ მარიუპოლშიც ჩატარდება.

„მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს! მესამედ თავის ისტორიაში და მჯერა — არა უკანასკნელად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს თავისუფალ, მშვიდობიან და აღდგენილ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს. მადლობა გამარჯვებისთვის Kalush Orchestra-ს და ყველას, ვინც ხმა მოგვცა! დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არ არის",- წერს ზელენსკი.

იტალიაში, ევროვიზია 2022-ის ფინალურ კონცერტზე, გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყანა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, სიმღერით Стефанія წარადგინა.