1774992683
ყოველი შემდგომი უცხო ჩარევა კონფლიქტში, ნებისმიერი საბაბით, საშიში შედეგებით დასრულდება - ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას სახიფათო შედეგები მოჰყვება. მედიის ცნობით, ამის შესახებ მასუდ ფეზეშქიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
როგორც „სიენენი” წერს, ირანული მხარის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ფეზეშქიანმა დაგმო „ევროკავშირის უარყოფითი და ტენდენციური პოზიცია“ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების მიმართ. მისი თქმით, ეს დარტყმები წარმოადგენს „საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების სერიოზულ დარღვევას, რომელთა დაცვაზეც ევროპა საუბრობს“.
ფეზეშქიანმა ასევე განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები „კეთილი ნებით“ დაიწყო, მაგრამ მოლაპარაკებების დროს კვლავ თავს დაესხნენ – რაც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ ვაშინგტონს დიპლომატიისადმი ინტერესი არ ჰქონდა.
„ყოველი შემდგომი უცხო ჩარევა კონფლიქტში, ნებისმიერი საბაბით, საშიში შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, როგორც კოშტა სოციალურ ქსელში წერს, სატელეფონო საუბრის დროს ფეზეშქიანს „დეესკალაციისა და თავშეკავებისკენ“ მოუწოდა.











