როგორია ლუკა ლოჩოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
1742555851
ყაზახეთის ყოფილი მინისტრი, კუანდიკ ბიშიმბაევი, რომელიც ბრალდებულია მისი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას მკვლელობაში, სხვა კოლონიაში გადაიყვანეს. - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ერლან გაზიმჟანოვმა განაცხადა, წერს ადგილობრივი გამოცემა Tengrinews.
ადვოკატის თქმით, ბიშიმბაევი გადაიყვანეს ქალაქ სტეფნოგორსკში, უმაღლესი უსაფრთხოების დაწესებულებაში.
„ის ისეთივე პირობებშია, როგორც ყველა, მისთვის არანაირი პრივილეგია არ არსებობს“.
ადვოკატის თქმით, ბიშიმბაევის გაუჩინარების შესახებ ჭორები გამიზნულად გავრცელდა. ის აღშფოთებული იყო, რომ ჟურნალისტები მას არ დაუკავშირდნენ, რადგან ადვოკატი ერთადერთია, ვინც სასჯელის მოხდის დროს, ბიშიმბაევს სტუმრობს.
ცნობისთვის, ერთი წლის წინ, ასტანაში, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრმა, კუანდიკ ბიშიმბაევმა სასტიკად მოკლა 31 წლის მეუღლე.
2024 წლის 13 მაისს, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო.
31 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.
სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა.
სასამართლოს სხდომებზე ცნობილი გახდა 31 წლის ქალის, სალტანატ ნუკენოვას წამების შემზარავი დეტალები . მეუღლის წამებით მოკვლაში ბრალდებულის , კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში მოულოდნელად აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის გახსნაზეც ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა.
ავტორი: სოფა აბაშიძე