1744830329
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სახელმწიფო მედიები აუდიტორიას ამზადებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები და დიპლომატია უშედეგო იქნება

უკრაინაში ომი გრძელდება - ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 82 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის ძალები დონეცკში გააქტიურდნენ და ოლქში მდებარე ერთ-ერთი დასახლების დაკავებას ცდილობენ. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ, უკვე 34 დღეა, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სახელმწიფო მედიები აუდიტორიას ამზადებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები და დიპლომატია უშედეგო იქნება.
უკრაინასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარე ომზე ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი არიან პასუხისმგებლები.
ტრამპის განმარტებით, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ომის შეჩერება შეეძლოთ, ვლადიმერ პუტინს კი ომი არ უნდა დაეწყო.