1792582790
ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ დეკემბერს პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება. ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ლიდერები ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებისა და ამერიკული სამშვიდობო გეგმის შემდეგ „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პირობებს“ განიხილავენ. შეხვედრაზე განიხილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებიც „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში.











