1731614151
ვლადიმერ პუტინმა ომი უკვე წააგო, მაგრამ უკრაინას ჯერ არ მოუგია - იუშჩენკო
ვლადიმერ პუტინმა ეს ომი უკვე წააგო, მაგრამ უკრაინას ის ჯერ არ მოუგია, – ამის შესახებ უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბოლო სამი დღეა, ჩვენი სამხედროების წარმატება იმედისმომცემია. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც პუტინმა უკვე წააგო ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ჩვენ ჯერ არ მოგვიგია“, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.
იუშჩენკოს თქმით, უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ბრძოლა შეუძლიათ. ექსპრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დასავლეთის პოზიცია ომთან მიმართებით გადაიხედება და მოხდება უფრო დიდი მობილიზაცია.
იუშჩენკოს შეახსენეს 2016 წელს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ უკრაინა წააგებდა. ჟურნალისტი ომის დაწყებიდან მეექვსე თვეს დაინტერესდა, რას ფიქრობს ექსპრეზიდენტი ახლა.„ჩვენ მოვიგებთ“, – ასე უპასუხა უკრაინის მესამე პრეზიდენტმა.