ვიქტორ ორბანი სი ძინპინს შეხვდა

ვიქტორ ორბანი სი ძინპინს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა პეკინში, სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. მისი დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება, თუმცა მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ლიდერები „სიღრმისეულად იმსჯელებენ იმ საკითხებზე, რომლების მათი ქვეყნების საერთო ინტერესებს წარმოადგენს“.

ვიქტორ ორბანი პეკინში დღეს ჩავიდა. მანამდე უნგრეთის პრემიერი უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.