10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე - ცნობილია, ვინ მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან
1792135860
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ცეცხლის გახსნის გამო, მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს.
„ახლა, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობს, უნდა გაიყვანონ ყველაზე საშიში ქმედებების ზონიდან. მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ცეცხლის გახსნის გამო, რამე შეტევითი ან კონტრშეტევითი და სხვა სახის ღონისძიებებისგან, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ხელისუფლებამ ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის გაყვანა ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყო. უკრაინის ხელისუფლება ფაქტს მოსახლეობის იძულებით დეპორტაციად აფასებს, რაც ომის დანაშაულია.