პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ. რაც კარგია! - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ საუბრის დროს.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ თამამი კანონი შეიმუშავა ოლიგარქიის წინააღმდეგ, რაც მისასალმებელია, მან ასევე გამოთქვა სურვილი, რომ კანონის აღსრულება იხილოს.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ფაქტობრივად, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. ეს კარგია. ახლა საქმე იმპლემენტაციაზეა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ შედეგი პრაქტიკულ ასპექტში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.