ვინ არის ქალი, რომელიც მკვლელობის დღეს ბიშიმბაევთან მივიდა - რა წერილი მისწერა მან ბრალდებულს

ბიშიმბნაევ

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

ბოლო ინფორმაციით, ყოფილი ჩინოვნიკის მიერ სასტიკად მოკლული 31 წლის ქალის საქმის საგნობრივი განხილვა დასრულდა. ახლა იწყება ადვოკატთა პაექრობა.

იქამდე კი გეტყვით ქალზე, რომელმაც მედიის ყურადღება მიიქცია. 

გულნარა ნასირბეკოვა, არის ქალი, რომელიც მკვლელობის დღეს ბიშიმბაევთან მივიდა. 

ქალის თქმით, მასთან ბიშიმბაევს არაფერი სერიოზული არ ულაპარაკია. 

ირკვევა, რომ როდესაც გულნარა წამოვიდა, მალევე ბიშიმბაევს გაუგზავნა ყვავილების ფოტო, ტექსტით: „შენი სურნელი ყვავილებისას ჰგავს“ 

გულნარა ნასირბეკოვა თქვა, რომ ტექსტი, სხვისთვის უნდა გაეგზავნა. ვარაუდობენ, რომ  სწორედ ამ ქალმა გაიტანა სისხლიანი პერანგი, სკოჩი და სალტანატის ფეხსაცმელი სასტუმროდან.

ამ ამბავს, სალტანატის ძმაც ეხმაურება და სწორედ ის ვარაუდობს, რომ ეს ქალიც საქმის ერთ-ერთი მონაწილეა. 

ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.

სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.

სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.